"სევილია" მეცხრედ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სევილია" ესპანეთის თასის ნახევარფინალში იმ "ლეგანესს" შეხვდა, რომელმაც "რეალი" სენსაციურად გამოაგდო. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა და "სანჩეს პისხუანზე" შეკრებილი 40-ათასიანი აუდიტორია ლა ლიგაზე უხეიროდ ასპარეზობისათვის რეაბილიტაციას ითხოვდა. შეგახსენებთ, ანდალუსიელები უკანასკნელ ტურში "ეიბართან" გაფარჩაკდნენ 1:5.

მე-15 წუთზე ლუის მურიელის პასით გოლი ხოაკინ კორეამ გაიტანა და "სევილია" დაწინაურდა. ამის შემდეგ მასპინძლები პრაგმატულად თამაშობდნენ, მატჩის დასასრულს ფრანკო ვასკესმა კონტრშეტევაზე მეორედ დაამწუხრა ნერეო ჩამპანე, 2:0 და ანდალუსიელები მეცხრედ გავიდნენ ფინალში, სადაც "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული