"ბარსელონამ" "ჟირონა" გაანადგურა, მესიმ მორიგი რეკორდები დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ჟირონა" დაამარცხა (6:1). მატჩში, რომელსაც 85 417 მაყურებელი დაესწრო, სუარესმა ჰეთ-თრიკი მიითვალა, მესიმ დუბლი, ერთი გოლი კი კოუტინიომ გაიტანა.

მესიმ ლა ლიგაზე 148-ე საგოლე გადაცემა გააკეთა, ამ მაჩვენებლით "რეალის" ყოფილ ნახევარმცველს მიჩელს გადაასწრო და ბოლო 40 წლის მანძილზე ასეთი შედეგი არავის არ უჩვენებია. ამას გარდა, მან ესპანეთის პირველობაზე 408 შეხვედრაში 36 გუნდს გაუტანა გოლი და "ატლეტიკის" ფორვარდის არიც ადურისის რეკორდი დაამხო.

"ბარსა" 65 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს", რომელიც დღეს სტუმრად "სევილიას"
ხვდება, 10 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული