"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: გრიზმანი "ბარსელონას" მხოლოდ 3-4 გოლის გატანაზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ რეაგირება მოახდინა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მისი გუნდის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" კონტრაქტზე შეუთანხმდა და კატალონიური კლუბი კლაუსულათი გათვალისწინებული 100 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ წაიყვანს.

"ერთადერთი, რაზეც გრიზმანი "ბარსელონას" შეუთანხმდა, 3-4 გოლის გატანას შეეცდება", - განუცხადა სერესომ "მარკას".