ერნესტო ვალვერდე: არ მეშინია, რომ ჩვენგან ტრებლს მოითხოვენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ სამივე ტურნირზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

"არ მეშინია, რომ ჩვენგან ტრებლს მოითხოვენ. ხალხი იტყვის, რომ ეს შეგვიძლია, თუმცა ეს ძნელი მისაღწევი იქნება. გამარჯვების შემდეგ თვითდაჯერებული ხდები, დამარცხების მერე კი - პირიქით. ახლა ჩვენს ფეხბურთელებს სიმშვიდე სჭირდებათ.

მინდა, ჩემპიონატი დაუმარცხებლად დავასრულოთ, მაგრამ რატომ ვილაპარაკოთ ახლა ამაზე? შეიძლება შემდეგი მატჩი წავაგოთ. ვნახოთ, რა მოხდება. სეზონის მძიმე დასასრული გველის. თუ ფორმა შევინარჩუნეთ, მიზანთან ახლოს ვიქნებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული