რონალდინიო: როცა ლა ლიგის სუსტი ფეხბურთელები ვნახე, მივხვდი, რომ წარმატებას მივაღწევდი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ აღიარა, როცა პსჟ-დან "ბარსელონაში" გადავიდა, მიხვდა, რომ ესპანურ ფეხბურთში წარმატება ელოდა.

"ლიგა 1-ში ყველაფერი ფიზიკაზე იყო ორიენტირებული. იქ ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო აფრიკიდან, როცა ლა ლიგა იმ დროს მეტად ტექნიკური იყო.

როცა ესპანეთში ჩავედი, ვნახე, როგორი სუსტები იყვნენ აქ ფეხბურთელები და გავიფიქრე: "აქ წარმატებას მივაღწევ", - თქვა რონალდინიომ ESPN Brasil-თან საუბარში.

  • რონალდინიო "ბარსელონაში" პსჟ-დან 2003 წელს, 32.25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
  • რონალდინიო "ბარსელონაში" "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი და ჩემპიონთა
    ლიგა.

რონალდინიომ ახსნა, რატომ არჩია "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული