ქარიმ ბენზემას ისტორია: როდესაც ციხიდან გამოვედი, ფლორენტინო პერესი გვერდში დამიდგა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ესპანურ "მარკას" ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა კრიტიკაზე.

"დიდებულ ფეხბურთელებს ყოველთვის აკრიტიკებენ, რადგან ჟურნალები და გაზეთები გაიყიდოს.

თუ ცუდ თამაშს ჩავატარებ, მეორე დღეს პრესას არ ვკითხულობ, რადგან უკვე ვიცი, თუ რა ეწერება იქ".

ბენზემას ასევე ჰკითხეს, თუ რას იტყოდა მატეა ვალბუენასთან მომხდარ ინციდენტზე.

"როდესაც ერთი დღე პატიმრობაში გავატარე და "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე დავბრუნდი, იქ გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დამხვდა და მხარი დამიჭირა.

ის ყოველთვის გვერდში მიდგას, არ აქვს
მნიშვნელობა, მაქვს ცუდი თუ კარგი პერიოდი. პერესი ჩემი ოჯახის წევრივითაა".

▶ შანტაჟის ამბავი - ვალბუენა ბენზემას შერიგების ხელს უწვდის, ის კი...

ფრანგს ასევე დისციპლინის შესახებ დაეკითხნენ, თუ როგორ გახდა ის წარმატებული და პროფესიონალი ფეხბურთელი.

"როდესაც 23 წლის გავხდი, გავაცნობიერე, რომ უფრო მეტი დისციპლინა იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ერთ დღესაც საფრანგეთში დაბრუნება მომიწევდა.

ბევრი გავიღე, რომ ეს დისციპლინა დამეცვა. ერთ-ერთი ასეთი საკვები იყო, ვეღარ ვჭამდი იმას, რაც ძალიან მიყვარდა და ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი".

ბოლოსკენ ქარიმს საფრანგეთის ჰიმნის, "მარსელიოზას" შესახებ დაეკითხნენ, თუ რას გრძნობს მისი მოსმენისას.

"თუ "მარსელიოზას" მოვუსმენთ, ესაა მოწოდება ომში წასასვლელად და ეს არ მომწონს" - აღნიშნა ბენზემამ.

▶ დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანს
ასევე დაგაინტერესებთ