ლა ლიგა. XXXIV ტურის წინ: ტური გრანდების გარეშე

AutoSharing Option
როგორი შეიძლება იყოს ყველაზე უინტერესო ტური ესპანეთში? ტური, რომელშიც არც "ბარსელონა" თამაშობს და არც "რეალი", ამ უქმეებზე სწორედ ასეთი ტურია...

ეს გუნდები თავიანთ მატჩებს 9 მაისს ითამაშებენ, რადგან შაბათს კოპა დელ რეის ფინალია - "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "სევილია" "ბარსელონას" დაუპირისპირდება". ესპანეთში ძალიან აწუხებთ იმის ალბათობა, რომ ფინალის წინ "ბარსას" ფანები ქვეყნის ჰიმნს უსტვენენ.

რაც შეეხება პრიმერას, მეორეადგილოსანი "ატლეტიკო" "ბეტისს" მასპინძლობს, რომელიც ბოლო დროს ყველასთვის მოულოდნელად, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის უპირველესი კანდიდატი გახდა.

სევილიელებს უნიკალური შანსი აქვთ, ეს სეზონი მთავარი მტრის, "სევილიაზე"
მაღალ ადგილზე დაასრულონ.

ფაქტები
  • "ატლეტიკომ" შინ ბოლო 7 მატჩი "მშრალად" დაასრულა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩის თითოეული ტაიმი მოიგო.

ლა ლიგა. XXXIV ტური
პარასკევი, 20 აპრილი
ლეგანესი-დეპორტივო 0:0

შაბათი, 21 აპრილი
ეიბარი-ხეტაფე 15:00
სელტა-ვალენსია 18:15

კვირა, 22 აპრილი
ჟირონა-ესპანიოლი 14:00
მალაგა-სოსიედადი 18:15
ლას პალმასი-ალავესი 20:30
ატლეტიკო-ბეტისი 22:45

ორშაბათი, 23 აპრილი
ბილბაო-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 - როდრიგო მორენო (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული