ლა ლიგა. XXXIV ტური: "ატლეტიკომ" "ბარსა" ჩემპიონის ტიტულს მიაახლოვა

AutoSharing Option
ტურში არც "ბარსელონა" მონაწილეობდა და არც "რეალი", ისინი თავიანთ მატჩებს მოგვიანებით გამართავენ. ამასობაში, "ბარსა" უთამაშებლად მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს.

საქმე ისაა, რომ "ატლეტიკომ" ვერაფერი მოუხერხა ტოპ-ფორმაში მყოფ "ბეტისს". მართალია, ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა და მხოლოდ ქულა შეიმატა. ახლა დიეგო სიმეონეს გუნდს 72 ქულა აქვს და მაქსიმუმ 84-ის დაგროვება შეუძლია, "ბარსას" კი უკვე 83 ქულა აქვს...

ამ შეხვედრაში შანსი ფერნანდო ტორესს მიეცა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიო" "ატლეტიკოს" ემშვიდობება.

ამასობაში, გაირკვა მეორე უიღბლო გუნდის ვინაობაც. უფრო ზუსტად, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლას პალმასიც" "მალაგას" ბედს გაიზიარებს და ლა ლიგიდან გავარდება. ერთადერთი "დეპორტივო" იბრძვის და მასაც ეს არცთუ კარგად გამოსდის. დიდი ალბათობით, გალისიური კლუბიც ანდალუსიურისა და კანარულის ბედს გაიზიარებს.

ფაქტები
  • რაც კლარენს ზეედორფი წვრთნის, "დეპორტივომ" 12-დან 8 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.
  • იან ობლაკმა (ატლეტიკო) "ვანდაზე" ბოლო 20 ზუსტი დარტყმა მოიგერია.
  • "ბეტისმა" 707 პასი გააკეთა "ატლეტიკოსთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის 2005/06 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია საგარეო მატჩებში.
  • "ბეტისმა" ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩში კარი "მშრალად" ისტორიაში პირველად შეინახა.
  • "ატლეტიკომ" "ვანდაზე" 26 მატჩიდან გოლი 24-ში არ გაუშვა.
  • დიეგო სიმეონემ დუელი პირველად ვერ მოუგო კიკე სეტიენს, თუმცა გოლი მისმა გუნდმა არც ამჯერად გაუშვა (როგორც წინა 4 დაპირისპირებაში).
  • "ლას პალმასმა" ამ სეზონში 4 მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ეს ამ გუნდის ანტირეკორდია.
  • 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის მატჩში რომელიმე გუნდმა ერთი ჯარიმაც კი არ "აიკიდა". ეს "რეალ სოსიედადმა" მოახერხა.
  • მიუხედავად ჯარიმების გრაფაში ნულისა - "სოსიედადის" ფეხბურთელებიდან ერთმა - სერხიო კანალესმა ყვითელი ბარათის მიღება "მოახერხა" - ბურთი სასტვენის შემდეგ გადააგდო.
  • "ჟირონამ" ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი ვერ მოიგო ლა ლიგაში.
  • მაქსი გომესზე (სელტა) მეტი თავური გოლი (7) ლა ლიგაში კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) გაიტანა მხოლოდ - 9.
  • "ეიბარმა" "ხეტაფესთან" ლა ლიგაში პირველად წააგო (მე-6 მატჩში).

ლა ლიგა. XXXIV ტური
ლეგანესი-დეპორტივო 0:0

ეიბარი-ხეტაფე 0:1
გოლი: 0:1 ოლივერა (23)

სელტა-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ს. მინა (59), 1:1 მ. გომესი (63)
ვალენსია (4-4-2): ნეტუ - ვეზუ, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ლატორე - ა. პერეირა, სოლერი, კონდოგბია, გედეში (78. ფ. ტორესი) - ს. მინა (85. ვიეტო), როდრიგო

ჟირონა-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 ჟ. მორენო (43), 0:2 ჟ. მორენო (55)

მალაგა-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ადრიანი (11), 2:0 ენ ნესირი (35)

ლას პალმასი-ალავესი 0:4
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (51), 0:2 ელ ჰადადი (73), 0:3 მედრანი (79), 0:4 სობრინო (91)

ატლეტიკო-ბეტისი 0:0
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (65. ვრსალიკო), სავიჩი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი - ვიტოლო (63. კოკე), გაბი, თომასი, საულ ნიგესი - ა. კორეა (63. გრიზმანი), ფ. ტორესი

ორშაბათი, 23 აპრილი
ბილბაო-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

მომდევნო ტური
27 აპრილი: ლევანტე-სევილია;
28 აპრილი: ესპანიოლი-ლას პალმასი, რეალ სოსიედადი-ბილბაო, რეალი-ლეგანესი, ვილიარეალი-სელტა;
29 აპრილი: ხეტაფე-ჟირონა, ალავესი-ატლეტიკო, ვალენსია-ეიბარი, დეპორტივო-ბარსელონა;
30 აპრილი: ბეტისი-მალაგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული