ლა ლიგა. XXXV ტურის წინ: ორშაბათს ზეიმი დაგეგმილია

AutoSharing Option
კვირას "ბარსელონა" ჩემპიონი გახდება თუ გავარდნის კანდიდატ "დეპორტივოსთან" არ წააგებს. როცა გუნდს 40-ტურიანი წაუგებელი სერია აქვს, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ეს ასეც იქნება.

ბარსელონაში უკვე დიდი მზადებაა - მათ კვირას ზეიმი დაგეგმეს. "ბარსა" შეიძლება, წაგებითაც კი გახდეს ჩემპიონი, თუ "რეალი" და "ატლეტიკო" თავიანთ თამაშებს წააგებენ.

ბარსელონის ქუჩებში ზეიმი ორშაბათს ოფიციალურად დაიგეგმა. ალბათ, იკითხავთ, რა მოხდება, თუ "ბარსელონა" ვერ გახდება ამ კვირაში ჩემპიონი? არც არაფერი - ზეიმი მაინც გაიმართება, უბრალოდ დუბლის (ჩემპიონობა, კოპა დელ რეი) ნაცვლად, კლუბი ქალაქის ქუჩებში მხოლოდ "სამეფო თასის"
მოგებას იზეიმებს.

ფაქტები
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 40 მატჩი არ აქვს წაგებული!
  • მისმა მეტოქე "დეპორტივომ" კი ლა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან 17-ში ვერ მოიგო.
  • "ბარსელონას" ბოლო 4 მატჩში 2,5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "ლეგანესმა" ბოლო 13 საგარეო მატჩიდან 10-ში ორივე ტაიმი წააგო.
  • "ლეგანესმა" ბოლო 5 ტურში სტუმრად წააგო.
  • "რეალმა" "ლეგანესს" ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 მოუგო ყველა შეჯიბრებაში.
  • "ლევანტეს" ლა ლიგაში შინ სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • "სევილიას" ლა ლიგაში 6 ტურია, რაც არ მოუგია.
  • "სევილიას" "ლევანტესთან" ბოლო 5 დაპირისპირებაში არ წაუგია.
  • "ლას პალმასმა" ბოლო 5 ტურში მარცხი განიცადა.
  • "რეალ სოსიედადმა" შინ ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5-ში იმარჯვა.

ლა ლიგა. XXXV ტური
პარასკევი, 27 აპრილი
ლევანტე-სევილია 2:1

შაბათი, 28 აპრილი
ესპანიოლი-ლას პალმასი 15:00
სოსიედადი-ბილბაო 18:15
რეალი-ლეგანესი 20:30
ვილიარეალი-სელტა 22:45

კვირა, 29 აპრილი
ხეტაფე-ჟირონა 14:00
ალავესი-ატლეტიკო 18:15
ვალენსია-ეიბარი 20:30
დეპორტივო-ბარსელონა 22:45

ორშაბათი, 30 აპრილი
ბეტისი-მალაგა 23:00

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"