ლა ლიგა. XXXVI ტურის წინ: ინიესტას უკანასკნელი "კლასიკო"

AutoSharing Option
ლა ლიგაში უმთავრესი მატჩი ვერ გამოდგა ტურნირის კულმინაცია - "ბარსა" "რეალთან" დაპირისპირებას ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ხვდება, პირველად ამ სეზონში ჩემპიონის რანგში.

"რეალის" მოტივაცია მეორე ადგილის დაკავებას ვერ სცდება, თანაც, "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. მაგრამ "ელ კლასიკოს" სატურნირო მნიშვნელობა არ სჭირდება - დიდი დაპირისპირება გარანტირებულია...

ლა ლიგის ისტორიაში ეს 176-ე "ელ კლასიკოა", რომელთაგანაც 72 "რეალმა" მოიგო, 70 - "ბარსელონამ". სულ ოფიციალურ თამაშებში კი "ბარსა" და "რეალი" აქამდე ერთმანეთს 236-ჯერ შეხვდნენ. საერთო ჩათვლაშიც "რეალს" აქვს მცირე უპირატესობა -
95 მოგება 92-ის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, "რეალს" "ბარსასთვის" 399 გოლი აქვს გატანილი, ანუ მომდევნო გოლი საიუბილეო, მე-400 იქნება. ბოლო კლასიკო "სანტიაგო ბერნაბეუზე" 23 დეკემბერს გაიმართა და "ბარსას" 3:0 გამარჯვებით დასრულდა - მეორე ტაიმში გოლები ლუის სუარესმა, ლეო მესიმ (პენალტით) და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს.

"ბარსა" ჩემპიონია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ "რეალის" ფეხბურთელები მას საჩემპიონო დერეფანს არ გაუკეთებენ. რაც ყველაზე მთავარია, ეს ანდრეს ინიესტას კარიერაში უკანასკნელი "ელ კლასიკოა". ერნესტო ვალვერდეს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს, სერხი სამპერის გარდა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - ნაჩო, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ისკო - რონალდო, ბენზემა

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 28 საშინაო მატჩიდან 26 მოიგო.
  • "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ბოლო 57 შეხვედრიდან 51-ში არ წააგო.
  • "დეპორტივოს" პრიმერაში ბოლო 48 საგარეო მატჩიდან 44-ში არ მოუგია.
  • "ბარსელონამ" ბოლო 28 საშინაო მატჩიდან 22-ში ორივე ტაიმი მოიგო.
  • "ბარსელონამ" ბოლო 28 საშინაო მატჩიდან 26-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "რეალს" ლა ლიგაში სტუმრად ბოლო 25 მატჩიდან 23-ში არ წაუგია.
  • "რეალმა" ბოლო სამ საგარეო მატჩში ყველა ტაიმი მოიგო.
  • "სევილიამ" ბოლო 7 ტურიდან 6-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაუშვა.
  • "რეალ სოსიედადმა" ბოლო 13 საგარეო მატჩიდან 12 ვერ მოიგო.
  • "ვილიარეალმა" ბოლო სამ მატჩში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში არ გაუშვია გოლი.

ლა ლიგა. XXXVI ტური
პარასკევი, 4 მაისი
სევილია-სოსიედადი 1:0

შაბათი, 5 მაისი
ჟირონა-ეიბარი 15:00
ბილბაო-ბეტისი 18:15
სელტა-დეპორტივო 20:30
ვილიარეალი-ვალენსია 22:45

კვირა, 6 მაისი
მალაგა-ალავესი 14:00
ატლეტიკო-ესპანიოლი 18:15
ლას პალმასი-ხეტაფე 20:30
ბარსელონა-რეალი 22:45

ორშაბათი, 7 მაისი
ლეგანესი-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული