კვირას "ბარსა" ვალენსიას ესტუმრება და ლა ლიგაში დარჩენილ "ლევანტეს" ეთამაშება, ბოლო ტურში კი "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს. ვფიქრობთ, გუნდს არ უნდა გაუჭირდეს ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება.
ჩემპიონთა ლიგის ყველა საგზური
ევროპალიგის დარჩენილი 2 საგზური. "სევილია" ჯერ კიდევ იბრძვის, ამ ტურში კი სევილიური დერბია. "ბეტისს" ქულები აღარაფერში ესაჭიროება, მაგრამ თანაქალაქელი მტრისთვის საქმის გაფუჭების შანსს ეს გუნდი ხელიდან არ გაუშვებს. პირველ წრეში ამ გუნდებმა სუპერშოუ შემოგვთავაზეს, "სანჩეს პისხუანზე" "ბეტისმა" 5:3 მოიგო!
ფაქტები
- "ბეტისმა" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩი მოიგო შინ.
- "სევილიას" "ბეტისთან" სტუმრად ბოლო 11 მატჩია, არ წაუგია.
- "ატლეტიკოს" "ხეტაფესთან" ბოლო 13 დაპირისპირებაში არ გაუშვია გოლი.
- "სელტამ" ლა ლიგაში სტუმრად ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში წააგო.
შაბათი, 12 მაისი
სოსიედადი-ლეგანესი 18:15
ალავესი-ბილბაო 20:30
ბეტისი-სევილია 20:30
ეიბარი-ლას პალმასი 20:30
ხეტაფე-ატლეტიკო 20:30
ჟირონა-ვალენსია 20:30
დეპორტივო-ვილიარეალი 20:30
რეალი-სელტა 22:45
კვირა, 13 მაისი
ესპანიოლი-მალაგა 18:15
ლევანტე-ბარსელონა 22:45
ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა).