"ლუის სუარესი ბავშვობაში ძალიან ღარიბი იყო. დედა იატაკებს ხეხავდა, ხოლო მამამ მიატოვა. თინეიჯერობის პერიოდში ურუგვაელმა ვარჯიშების გაცდენა და სმა დაიწყო. მწვრთნელს მისი ვარჯიშებზე წაყვანა ხშირად ძალით უხდებოდა.
15 წლის ასაკში იგი შეხვდა გოგოს, სახელად სოფია ბალბის. მისი ოჯახი კომფორტულად ცხოვრობდა. მათ ლუისი ოჯახში მიიღეს. სოფიამ ლუისი აიძულა, უფრო გულმოდგინედ ევარჯიშა და დაეხმარა მას, გაეცნობიერებინა, რომ მისი გაჭირვების მიზეზი სიზარმაცე იყო.
2003 წელს სოფიას ოჯახი ესპანეთში გა
ამან მას მოტივაცია ისევ დაუბრუნა. შედეგად, სუარესმა დიდებული კარიერა აიწყო, ხოლო სოფია ახლა მისი ცოლი და 2 შვილის დედაა", - ნათქვამია სტატიაში.