რას აპირებს "რეალი"? - მისი რეალური გეგმები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მომგები "რეალი" ზაფხულში გადახალისდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ "მარკა" იუწყება. კლუბის ხელმძღვანელობას შესანიშნავად ესმის, თუ რომელ პოზიციებზეა აუცილებელი ცვლილებები.

გამოცემის მტკიცებით, ბლანკოსი 4 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება: მეკარის, ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველის და შემტევის.

ნეიმარს ეტყობა, ამ ზაფხულში ვერ გადაიბირებენ და თუ გარეთ ბეილმაც დატოვა გუნდი, მაშინ ამ სამეულიდან ერთ-ერთის დამატებას ეცდებიან - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ედენ აზარი (ჩელსი) და პაულო დიბალა (იუვენტუსი). ამას გარდა, მადრიდელები "ლიონიდან" მარიანო დიასის დაბრუნებაზე ფიქრობენ.

რაც შეეხება მეკარეს, მთავარი
სამიზნე "რომას" გოლკიპერი ალისონია.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ალვარო ოდრიოსოლო (სოსიედადი) განიხილება.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე "რეალს" პრიორიტეტულად ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო) მიაჩნია. მისი ალტერნატივა მილან შკრინიაკი (ინტერი) და ალესიო რომანიოლი (მილანი) არიან.

ხიმენესის, შკრინიაკის და ხიმენესის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, ოდრიოსოლოსი 40 მილიონი, ალისონისა კი 100 მილიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული