ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - ზინედინ ზიდანი "რეალიდან" მიდის!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი მადრიდში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბი" 2015/16 წლების სეზონში ჩაიბარა და გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

გარდა ამისა, "რეალმა" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი და უეფას ორი სუპერთასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

საერთო ჯამში, "რეალმა" ზიდანთან ერთად 9 ჯილდო მოიპოვა, რაც წინა 6-მა მწვრთნელმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ერთად მოიგო.

"მივიღე გადაწყვეტილება, აღარ გავაგრძელო მუშაობა "რეალში". ეს
მოულოდნელი მომენტია, მაგრამ გუნდს სჭირდება ცვლილებები, ახალი მიდგომა და სამუშაო მეთოდიკა, რომ მოგებები გააგრძელოს. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი კლუბისა და პრეზიდენტის მიმართ", - თქვა ზიდანმა.

altვინ შეცვლის მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანს?

altრას აპირებს "რეალი"? - მისი რეალური გეგმები


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ამ კაცმა შემაყვარა ფეხბურთი და დღემდე მიყვარს, ზიდანი იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და არის საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან იშვიათია დიდი ფეხბურთელი დიდი მწვრთნელი იყოს და ზიზუმ ეს შეძლო. გელოდები საფრანგეთის ნაკრებში
ზიზუ
18:32 31-05-2018
2
სამწუხაროდ უნდა წავიდეს თუ არადა ჩემპიონთა ლიგის თამაშს აზრი არაქ... ლეგენდა იყავი ფეხბურთში და მწვრთნელიც ლეგენდა ხარ მაგრიხარ ზიზუუ მაგრამ უნდა წახვიდე თორე ფეხბურთს ინტერესი დაუკარგე რადგან რეალთან ერთად შენ დაუმარცხებელიხარ შენი დამსახურებით ლივერპულის მეკარეც რეალის ბალეშიკად აქციეს შენი დამსახურებით ყველა მსაჯი რეალის ფანია შენი დამსახურებით ბარსა რომასთან აგებდა შენი დამსახურებით რამოსმა სამბოს ილეთით დანარცხა სალაჰი მწვანე ბალახს შენი დამსახურებით გახდნენ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონტა ლიგის მფლობელი გუნდი.. წადი ძმაო და რამე დაბალი დონის გუნდი ჩაიბარე ინგლიში რაგაც ინტრიგა უნდა შეიტანო.. ისე გუნდ რა ცვლილებები უნდა დაუმარცხებელი მონსტრი შექმენიდა.. ბრავო მაგარიხარრ.. საქართველოს ნაკრებს ხო ვერ ჩაიბარებ ძმაოო
reali
18:11 31-05-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული