181-ე სერიის დასასრული: გრიზმანმა მოსაფიქრებლად კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა

AutoSharing Option
ლათინო-ამერიკულ სერიალებს დაემსგავსა ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერის ამბავი.

დღე არ გავა ფრანგს აღნიშნულ საკითხთან არ დაეკითხონ. გუშინ აშშ-სთან მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა განაცხადა, რომ ჩემი მომავლის შესახებ მაქსიმუმ, 2-3 დღეში ვიტყვიო.

აქამდე გრიზმანი ერთ კვირას ითხოვდა, ახლა ეს ნიშნული კი 2-3 დღემდე შემცირდა. როგორც იცით, ანტუანის დამატება "ბარსელონას" სურს.