"ის წელი ჩემთვის რთული იყო. დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ არასასიამოვნო მოსასმენი იყო, რასაც ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს მამაზე და ახლობლებზე ლაპარაკობდნენ. განსაკუთრებით ეს მადრიდს ეხება. ვგრძნობდი, მიტევდნენ. გამიმართლა, რომ ბარსელონაში ხალხი მხარს მიჭერდა, კატალონიაში, ადგილობრივი ჟურნალისტები და ეს მამშვიდებდა.
ვფიქრობ, ეს შეკვეთა გახლდათ. უნდოდათ ამით დავესუსტებინე. ყველაფერი გადავლახე და მივხვდი, რომ ეს მადრიდიდან მოდიოდა", - განუცხადა ლეომ "მარკას".
მას 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და შემდეგ სასჯელი ჯარიმით შეუცვალეს.