"რეალმა" ანდრეი ლუნინს ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების 19 წლის მეკარე ანდრეი ლუნინი "ზორიადან" "რეალში" გადავიდა.

"სამეფო კლუბმა" ანდრეის ექვსსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლუნინის სამსახურით "ნაპოლი", "ინტერი" და "ლივერპული" იყვნენ დაინტერესებულნი.

ის ბლანკოსის მესამე გოლკიპერი იქნება და ან "კასტილიაში" ათამაშებენ ან რომელიმე გუნდში გააიჯარებენ.

ეს სიამოვნება "რეალს" 8.5 მილიონი ევრო პლუს 4.4 მილიონი ბონუსების სახით დაუჯდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული