სამაგიერო ესპანურად - "ბარსელონამ" "რომას" ფანებს აეროპორტთან ტყუილად ალოდინა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "რომას" ფანებს იტალიის დედაქალაქის აეროპორტთან ტყუილად ალოდინა.

საქმე ისაა, რომ გუშინ "ჯალოროსის" ოფიციალურმა გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა ჟირონდას "ბორდოდან" 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მალკომი დაიმატა, რომელიც მარადიულ ქალაქში გუშინ უნდა ჩაფრენილიყო.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ რომის აეროპორტთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა მათ იმედები გაუცრუვდათ.

აღმოჩნდა, რომ მალკომი იტალიის დედაქალაქში ჩაფრენას აღარ აპირებდა და ამის მიზეზი "ბარსელონაა".

კატალონიელებს ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელ ვილიანთან მოლაპარაკებები ჩაეშალათ და ბოლო წამს ისევ მალკომს დაუკავშირდნენ.

გავრცელებული ცნობით, სამომავლოდ, ბრაზილიელი კარიერას არა "რომაში", არამედ სწორედ "ბარსელონაში"
განაგრძობს.

alt"რომამ" ალისონის შემცვლელი და 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი იყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული