მისი თქმით, "სამეფო გუნდიდან" ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ და ესპანეთის დედაქალაქში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა მან წინადადება უარით გაისტუმრა.
ნაგელსმანის განცხადებით, ამის მიზეზი ახალგაზრდული ასაკია. ის მხოლოდ 30 წლისაა და ამ დონეზე მწვრთნელობის შანსი კიდევ ექნება, ახლა კი გამოცდილების მიღებაა საჭირო.
ახალგაზრდა სპეციალისტი სათავეში ამჟამად "ჰოფენჰაიმს" უდგას. საინტერესოა, რომ მას ახალი გუნდი უკვე ნაპოვნი ჰყავს და 2019/20 წლების სეზონიდან "ლაიფციგს" ჩაიბარებს.
"ჰოფენჰაიმის" 30 წლის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დაქორწინდა