კარიმ ბენზემა: გამიჭირდება, მაგრამ ამის გამო "რეალიდან" არ წავალ

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ თავის გეგმებზე ისაუბრა.

"რეალის" მიზანი კვლავ ყველა ტურნირზე გამარჯვებაა. ამისათვის ყველა და მათ შორის მეც თავდაუზოგავად ვიშრომებთ. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ნელ-ნელა ვეჩვევით ლოპეტეგის. ვიცოდი, რომ ბურთზე კონტროლს და მისი დაკარგვისთანავე ბრძოლას მოგვთხოვდა.

ეს ჩვენი გუნდის ძველი სათამაშო სტილისგან განსხვავდება და უცბად გადაწყობა ძნელია, მაგრამ ამის გამო გუნდიდან არ წავალ. "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ამით ყველაფერია ნათქვამი", - განუცხადა ბენზემამ კლუბის საიტს.

altბენზემა - დე ლაურენტისზე: კიდევ ერთი გიჟი ჩემს სიაში

altდე ლაურენტისი: ბენზემა და

დი მარია? რა სისულელეა, რად მინდა ეგ ბებრები?

alt"ბაიერნმა" "რეალს" რობერტ ლევანდოვსკი კარიმ ბენზემაში არ გაუცვალა