"რეალი" თეო ერნანდესს "სოსიედადში" გაანათხოვრებს

AutoSharing Option
"რეალის" მცველი თეო ერნანდესი კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს.

ბასკური კლუბი 21 წლის ფეხბურთელს ერთი სეზონით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების გარეშე აიყვანს იჯარით.

ბლანკოსი მას წლიური 3.2-მილიონევროიანი ხელფასის ნაწილს გადაუხდის.

გუნდის აშშ-დან დაბრუნებისთანავე თეო სან სებასტიანში გადაბარგდება.

ერნანდესს "ევერტონიც" იწვევდა, მაგრამ ესპანეთში დარჩენა არჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული