ბასკური კლუბი 21 წლის ფეხბურთელს ერთი სეზონით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების გარეშე აიყვანს იჯარით.
ბლანკოსი მას წლიური 3.2-მილიონევროიანი ხელფასის ნაწილს გადაუხდის.
გუნდის აშშ-დან დაბრუნებისთანავე თეო სან სებასტიანში გადაბარგდება.
ერნანდესს "ევერტონიც" იწვევდა, მაგრამ ესპანეთში დარჩენა არჩია.