7 წლის შემდეგ ისევ წითელი - "რეალმა" 2018/19 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
დღეს მადრიდის "რეალმა" 2018/19 წლების სეზონის მესამე ფორმის პრეზენტაცია გამართა.

აღსანიშნავია, რომ ფორმის მესამე კომპლექტი წითელია.

Adidas-ი Parley-სთან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანია მსოფლიო ოკეანის დაცვაზე მუშაობს სხვდასხვა ნარჩენისგან. წარმოების საფუძველს პლასტმასის ბოთლების, ერთჯერადი თეფშების, ჭიქების და სხვადასხვა ნაგვის გადამუშავება წარმოადგენს.

Sportall.Ge

"მათი მუშაობა პლანეტის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. Parley ძალიან კარგად აკეთებს საქმეს და ჩვენს ცხოვრებას უკეთესს ხდის. გუნდი სიამოვნებას იღებს წინასასეზონო სამზადისისგან და მოუთმენლად ელის სეზონის დაწყებას", - თქვა გარეთ ბეილმა ფორმის პრეზენტაციაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

"2016 წლის ნოემბერში შევთანხმდით, რომ Parley-ს
მაისურებში ვითამაშებდით. გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების რეაქცია დაუჯერებელი იყო", - განაცხადა კლუბის დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ.

ფორმა უკვე იყიდება კლუბის ოფიციალურ საიტზე: მაისური 86 დოლარი ღირს, ხოლო კომპლექტი - 109 დოლარი.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მადრიდის "რეალს" წითელი ფორმა 2011/12 წლების სეზონში (მაშინაც მესამე) ჰქონდა.