"რეალს" "ჩელსისგან" თავისი აღზრდილი ფეხბურთელის ყიდვა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსისგან" მარკო ალონსოს შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ალონსო "სამეფო კლუბის" აღზრდილია, თუმცა "რეალში" მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ეს 2010 წელს მოხდა. 27 წლის მცველი "ბოლტონ უონდერერსში", "ფიორენტინასა" და "სანდერლენდში" გამოდიოდა. 2015 წელს კი ის ლონდონის "ჩელსიში" 27 მლნ ევროდ გადავიდა და "არისტოკრატებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ორი სეზონის განმავლობაში მან 65 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.

გამოცემის ცნობით, "რეალს" ფეხბურთელის გადაბირება სურს, თუმცა "ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე ფეხბურთელს ვერ იყიდის და
შესაბამისად, ვერც ახალ წინადადებას გაუკეთებს ალონსოს.

altmarca: ეს ის "რეალი" აღარაა - პერესმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელების დამატება უნდა მოახერხოს