ფლორენტინო პერესმა ნეიმარის 300 მილიონ ევროდ შეძენა გადაწყვიტა - გვიან ხომ არ არის?

AutoSharing Option
უეფას სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და იძულებული გახადა, თავდამსხმელის შეძენაზე იზრუნოს.

Tribalfootball-ის ცნობით, განიხილება ტიმო ვერნერის (ლეიპციგი), მაურო იკარდის (ინტერი) და როდრიგოს (ვალენსია) კანდიდატურები, რომელთაგან გუნდის მწვრთნელისთვის, ხულენ ლოპეტეგისთვის პრიორიტეტული ეს უკანასკნელია, რომელშიც მისი კლუბი 80 მილიონ ევროს ითხოვს.

კატალონიური "სპორტი" კი ირწმუნება, რომ პერესი მზადაა, პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარში 300 მილიონი გადაუხადოს და პარიზული კლუბი ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ წავა, რადგან უეფას ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემა აქვს.

altmarca: ეს ის "რეალი" აღარაა - პერესმა სატრანსფერო ფანჯრის

დახურვამდე ფეხბურთელების დამატება უნდა მოახერხოს

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ" უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

alt"ვალენსია" "რეალს" თავდამსხმელ როდრიგოს 120 მილიონზე ნაკლებად არ მიყიდის

ასევე დაგაინტერესებთ