"ვალენსია" - "ატლეტიკო" ლოგიკური ფრით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას პირველ ტურში "ვალენსიასა" და "ატლეტიკოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ სტუმრებმა ადვილად მოიგერიეს შეტევები და იქით შეუტიეს. შეუტიეს და ლამაზი გოლიც გაიტანეს. გრიზმანის პასით ანგარიში კორეამ გახსნა. მერე მეორე გოლის კარგი შესაძლებლობა დიეგო კოშტამ ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ როხიბლანკომ კიდევ ორი მომენტი გაანიავა. გაანიავა და დაისაჯა კიდეც - 56-ე წუთზე ობლაკის კარი იმ როდრიგომ დალაშქრა, რომლის გადაბირებასაც "რეალი" ცდილობს.

დარჩენილ დროში "ღამურებს" შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ პაულისტას დ
არტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო ვასს გოლის გატანა ობლაკმა არ დაანება და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ" უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული