"ბლანკოსს" კი უნდოდა "ვალენსიას" ფორვარდის, როდრიგოს ყიდვა, თუმცა 120 მილიონი ევრო დაუფასეს და ამ განზრახვაზე ხელი აიღო.
სხვათა შორის, 26 წლის როდრიგო "სამეფო კლუბის" აკადემიის აღზრდილია და შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
რაც შეეხება რადამელ ფალკაოს, კოლუმბიური პრესის ცნობით, ფეხბურთელის შეძენა იქით შესთავაზეს და მისი სამსახურით არ დაინტერესდნენ, რადგან უკვე 32 წლისაა და რაც მთავარია, გოლებიც ვეღარ გააქვს.
"ვალენსია" "რეალს" თავდამსხმელ როდრიგოს 120 მილიონზე ნაკლებად არ მიყიდის
რადამელ ფალკაო: ამერიკელი მსაჯი მიკერძოებული და სამარცხვინო იყო