"რეალს" როდრიგო ეძვირა, რადამელ ფალკაოს შეძენა კი არ ისურვა

AutoSharing Option
რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ "რეალი" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს, მაგრამ ჯერ ვერავინ ვერ დაიმატა.

"ბლანკოსს" კი უნდოდა "ვალენსიას" ფორვარდის, როდრიგოს ყიდვა, თუმცა 120 მილიონი ევრო დაუფასეს და ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

სხვათა შორის, 26 წლის როდრიგო "სამეფო კლუბის" აკადემიის აღზრდილია და შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რაც შეეხება რადამელ ფალკაოს, კოლუმბიური პრესის ცნობით, ფეხბურთელის შეძენა იქით შესთავაზეს და მისი სამსახურით არ დაინტერესდნენ, რადგან უკვე 32 წლისაა და რაც მთავარია, გოლებიც ვეღარ გააქვს.

alt"ვალენსია" "რეალს" თავდამსხმელ როდრიგოს 120 მილიონზე ნაკლებად არ

მიყიდის

altრადამელ ფალკაო: ამერიკელი მსაჯი მიკერძოებული და სამარცხვინო იყო