"სამეფო კლუბი" კატალონიაში ჩადის, ოღონდ "ჟირონასთან" სათამაშოდ. გახსოვთ შარშანდელი სეზონი, რომელიც ისტორიაში პირველი იყო კატალონიური კლუბისთვის? მაშინ "ჟირონამ" "რეალს" 2:1 მოუგო. გამეორდება ისტორია?
პირველ ტურში "ჟირონამ" კი აჯობა "ვალიადოლიდს", კარისკენ 13-ჯერ დაურტყა და ბურთს დროის 68% ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა - 0:0.
"რეალი" "ესტადიო მონტილივიზე", პირველი ტურისგან განსხვავებით, ალბათ, 1-2 ცვლილებას განახორციელებს. ლუკა მოდრიჩი, რომელმაც წინა ტურში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, სასტარტოს დაუბრუნდება, სადაც სებალიოსს ჩაანაცვლებს. ხულიენ ლოპეტეგის აქვს საშუალება, რომ
შეგახსენებთ იმასაც, რომ "ჟირონას" რიგებში ირიცხება გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობდა, მაგრამ პირველ ტურში განაცხადში არ ყოფილა.
- რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.
ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" ელიტაში დაბრუნებულ "ვალიადოლიდს" ესტუმრება. ლეო მესიმ ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო - მან 2, ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა, ორჯერ კი ბურთი ძელს გაარტყა. მოკლედ, კრიშტიანოს იტალიაში წასვლის შემდეგ ლა ლიგაში მესის სრულ დომინაციას უნდა ველოდოთ.
"ვალიადოლიდს" ძალიან უნდა გაუჭირდეს მესისა და კომპანიის შეჩერება. პირველ ტურში ყოფილმა ბარსელონელმა ჟორდი მასიპმა კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ახლა ამის გამეორება ძალიან გაუჭირდება. ვალვერდემ შესაძლოა, ლიგაში "ბარსას" ფორმით დებიუტის შანსი ლონგლესა და მალკომს მისცეს.
- ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ამ ტურში მადრიდული დერბი აქვს "რაიო ვალეკანოსთან", ხოლო "ვალენსია" ბარსელონაში "ესპანიოლს" ესტუმრება. დიდ ინტერესს იწვევს მატჩი "სანჩეს პისხუანზე", სადაც "სევილია" "ვილიარეალს" დაუხვდება.
ლა ლიგა. II ტური
პარასკევი. 24 აგვისტო
ხეტაფე-ეიბარი 22:15
ლეგანესი-სოსიედადი 00:15
შაბათი. 25 აგვისტო
ალავესი-ბეტისი 20:15
ატლეტიკო-რაიო ვალეკანო 22:15
ვალიადოლიდი-ბარსელონა 00:15
კვირა. 26 აგვისტო
ესპანიოლი-ვალენსია 20:15
სევილია-ვილიარეალი 22:15
ჟირონა-რეალი 00:15
ორშაბათი. 27 აგვისტო
ლევანტე-სელტა 22:15
ბილბაო-უესკა 00:15
ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია); 2 - ალექს გალიარი (უესკა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ხოსე მორალესი (ლევანტე).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"