ლა ლიგა. II ტური: გრანდები უდანაკარგოდ [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსა" და "რეალი" უდანაკარგოდ იწყებენ. ამ ტურში თუ კატალონიელებს გაუჭირდათ, "სამეფო კლუბი" კატალონიაშიც დამაჯერებელი იყო.

ხულიენ ლოპეტეგიმ ლა ლიგაში პირველი საგარეო გამარჯვება მიითვალა - "რეალმა" "ჟირონაზე" შარშანდელისთვის შური იძია. მაშინ "სამეფო კლუბმა" პირველი საგარეო მარცხი იწვნია. ბორხას გოლით ახლაც აგებდა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ქარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა. ლუკა მოდრიჩი კვლავ არ იყო სასტარტოში და ის მეორე ტაიმში შევიდა.


"ბარსამ" "ვალიადოლიდს" დამაჯერებლად ვერ მოუგო, რადგან ელიტაში აღზევებულთა ახალთახალი მოედნის საფარი "ჩავარდა".
ფეხბურთელებს საშინელ პირობებში უწევდათ თამაში.

სამი გოლი გავიდა და სამივესთვის ვიდეორეფერი გახდა საჭირო, რომელმაც მხოლოდ პირველი - უსმან დემბელეს გოლი ჩათვალა, სტუმარ ლუის სუარესსა და მასპინძელ კეკოს კი გაუუქმა.


ტურის ფაქტები
  • "ბეტისის" სამმა მცველმა (ბარტრა, ფედალი, მანდი) I ტაიმში ჯამში 120 პასი გააკეთა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "ალავესის" მთელმა გუნდმა.
  • "რეალ სოსიედადმა" 2006 წლის მერე პირველად ვერ მოიგო მას მერე, რაც 2:0 დაწინაურდა.
  • "ხეტაფეს" ტოგოელმა მცველმა დიენე დაკონამმა მატჩის დაწყებიდან 19 წამში მიიღო გაფრთხილება. ეს ლა ლიგის ყველაზე "სწრაფი" ყვითელი ბარათია 2005 წლის შემდეგ.
  • ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 2018 წელს 32 თამაშში (ყველა საკლუბო ტურნირში) 32 გოლში მიიღო მონაწილეობა (23 გოლი, 9 საგოლე პასი).
  • "ვალიადოლიდმა" 54-ე თამაში წააგო "ბარსელონასთან".
  • პირველ ტაიმში ლეო მესი მხოლოდ ერთხელ შეეხო მეტოქის საჯარიმოში ბურთს (საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთი მონაცემი ჰქონდა იტალიაში კრიშტიანო რონალდოს).
  • უსმან დემბელემ ამ სეზონში უკვე 2 ქულა მოუტანა გუნდს თავისი გოლით, შარშან კი - სულ 1.
  • "ბარსელონა" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველ ორ ტურში ზედიზედ ბოლო 7 სეზონში იმარჯვა.
  • ბოლოს "ბარსამ" სტუმრად 1:0 მოიგო 2016 წელს ბილბაოს "სან მამესზე".
  • 2018 წელს ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგაში უშუალოდ საჯარიმო დარტყმით ლიონელ მესიმ (ბარსელონა) გაიტანა - 7. შემდეგ მოდის ენის ბარდი (ლევანტე) - 3 და ესტებან გრანერო (ესპანიოლი) - 2.
  • "ვალენსიამ" "ესპანიოლთან" მატჩში 9-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად. ეს რეკორდია მას მერე, რაც გუნდს მარსელინო წვრთნის.
  • გარეთ ბეილმა (რეალი) ლა ლიგის ბოლო 5 ტურში ყოველ მატჩში გაიტანა - 6 გოლი.
  • ბოლოს "სევილიამ" საწყისი 2 ტური 2007 წელს მოიგო ხუანდე რამოსის მწვრთნელობისას.
  • "ჟირონამ" "რეალს" ლა ლიგაში 6 გოლი გაუტანა და ეს ყველაზე მეტია კატალონიური კლუბისთვის, რომელიც ელიტაში მეორე სეზონს ატარებს.
  • სერხიო რამოსმა (რეალი) ლა ლიგაში 56 გოლი გაიტანა. 21-ე საუკუნეში მას 25 გოლით ჩამორჩება მცველებში მეორე ადგილზე გასული ანდონი ირაოლა.
  • გარეთ ბეილმა საკლუბო კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა.
  • ქარიმ ბენზემამ (რეალი) ლა ლიგაში 33 გუნდიდან 32-ს გაუტანა (ვისაც შეხვედრია).

ლა ლიგა. II ტური
ხეტაფე-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ანხელი (18), 2:0 მოლინა (90)

ლეგანესი-სოსიედადი 2:2
გოლები: 0:1 ზურუტუზა (11), 0:2 ილიარამენდი (17), 1:2 ელ-ჟარი (54), 2:2 ელ-ჟარი (88)

ალავესი-ბეტისი 0:0

ატლეტიკო-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (63)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (36. თომასი), სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (66. კოკე), როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი (76. მარტინში), დიეგო კოშტა


ვალიადოლიდი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 დემბელე (57)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (84. მალკომი) - მესი, ლ. სუარესი (91. ელ ჰადადი), დემბელე (76. ა. ვიდალი)

ესპანიოლი-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 გრანერო (62), 2:0 ბ. იგლესიასი (68)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ვასი (64. ჩერიშევი) - როდრიგო (74. ბაჩუაი), მინა (67. გამეირო)

ჟირონა-რეალი 1:4
გოლები: 1:0 ბ. გარსია (16), 1:1 სერხიო რამოსი (39-პენ), 1:2 ბენზემა (52-პენ), 1:3 ბეილი (59), 1:4 ბენზემა (80)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო (60. ვარანი) - კროოსი, კაზემირო - ბეილი (87. ლ. ვასკესი), ისკო (77. მოდრიჩი), ასენსიო - ბენზემა

სევილია-ვილიარეალი 0:0
სევილია (3-4-2-1): ვაჩლიკი - მერკადო, კიაერი, გომეს სოლა - ხესუს ნავასი, მესა, ბანეგა (63. გონალონი), ესკუდერო (83. ბენ იედერი) - სარაბია, ფ. ვასკესი (63. ალ. ვიდალი) - ანდრე სილვა

ორშაბათი. 27 აგვისტო
ლევანტე-სელტა 22:15
ბილბაო-უესკა 23:59

ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია)

მომდევნო ტური
31 აგვისტო: ხეტაფე-ვალიადოლიდი, ეიბარი-რეალ სოსიედადი, ვილიარეალი-ჟირონა
1-ლი სექტემბერი: სელტა-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ბილბაო, რეალი-ლეგანესი
2 სექტემბერი: ლევანტე-ვალენსია, ალავესი-ესპანიოლი, ბარსელონა-უესკა; ბეტისი-სევილია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"