"რეალმა" ლა ლიგას სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
"რეალმა" ლა ლიგას მესამე ტურში საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ლეგანესი".

ისევე როგორც წინა ტურში "ჟირონასთან", ამჯერადაც უკეთ ჩაატარა მატჩის მეორე ნახევარი "რეალმა", კვლავ გამოიყენა პენალტი სერხიო რამოსმა, კვლავ გაიტანა გოლი ბეილმა და კვლავ შეასრულა დუბლი ბენზემამ.

თან, მადრიდელებს თამაშით დიდად თავი არ მოუკლავთ, სახიფათო მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს და ადვილად მოიპოვეს პრიმერაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება.

ეტყობა, ჩვენ ახალი ბლანკოსის დაბადების მომსწრენი ვხდებით და ერთობ საინტერესო გუნდს აყალიბებს მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი. როგორც ჩანს, რონალდოს ჩრდილიდან გამოვიდა ბენზემა და უკვე ასისტენტის კი არა,
არამედ გოლეადორის როლში გვევლინება. მან ესპანეთის ჩემპიონატზე 33 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და ყველას გაუტანა გოლი.

პირველი მატჩი ჩაატარა "სამეფო გუნდში" "ჩელსიდან" გადასულმა მეკარე ტიბო კურტუამ.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 59 255 მაყურებელი
რეალი - ლეგანესი 4:1
გოლები: 1:0 ბეილი (17), 1:1 კარილო (24, პენ), 2:1 ბენზემა (48), 3:1 ბენზემა (61), 4:1 სერხიო რამოსი (66, პენ)

რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი (ისკო 62), კროსი, კაზემირო, ასენსიო (სებალიოსი 78), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 85)

ლევანტე: კეულარი, სიოვაცი, ხუანფრანი, სილვა, ბუსტინზა, ელ ზარი (ელ ნესირი 70), პერესი, ერასო (ვესგა 69), გუმბაუ, სანტოსი (როლანი 81), კარილო

alt"რეალმა" კატალონიაში "ჟირონას" ადვილად სძლია და სკეპტიკოსებს ხმა ჩააკმენდინა [VIDEO]