ფლორენტინო პერესი: ახლო მომავალში "რეალის" პრეზიდენტი ნადალი გახდება

AutoSharing Option
ცნობილი ფაქტია, რომ რაფაელ ნადალი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია, 2011 წელს კი ის "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წყალობით გუნდის საპატიო წევრიც გახდა.

როგორც აღმოჩნდა, მადრიდელთა პრეზიდენტი ნადალს ძალიან გულშემატკივრობს და მას "რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად მიიჩნევს.

"ახლო მომავალში რაფა შესაძლოა, მადრიდელთა პრეზიდენტი გახდეს. ნადალი შესანიშნავი არჩევანი იქნება" - განაცხადა პერესმა.

იმისთვის, რომ მადრიდის "რეალის" შეფი გახდე, აუცილებელია, კლუბის წევრი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში იყო.

ნადალს 20-წლიანი სტაჟი 2031 წელს უსრულდება, როცა იგი უკვე 45 წლის იქნება.

"კლუბს შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავს.
ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. არ ვფიქრობ, რომ "რეალს" ვჭირდები, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ჯერჯერობით კი, ფლორენტინო პერესი არსად წასვლას არ აპირებს. მისი ხელმძღვანელობით, მადრიდის "რეალმა" ბოლო სამ წელში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

altფლორენტინო პერესი: "რეალი" ახალ, ბრწყინვალე ფეხბურთელებს დაიმატებს

altრაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

altUs Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ