"რეალი" ბილბაოში წაგებას შეცვლაზე შესულმა ისკომ გადაარჩინა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-4 ტურში ბილბაოში "ატლეტიკისა" და "რეალის" მატჩი 1:1 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შეხვედრში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ანგარიში კი პირველ ტაიმში მასპინძელთა თავდამსხმელმა მუნიაინმა გახსნა.

61-ე წუთზე ბლანკოსის მწვრთნელმა ლორენტემ მოდრიჩი ისკოთი შეცვალა და მან ბეილის პასით ბასკებს საპასუხო გოლი თავურით გაუტანა.

"სამეფო გუნდმა" ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველად დაკარგა ქულები.

ბილბაო. "სან მამესი". 46 413 მაყურებელი
ბილბაო - რეალი 1:1
გოლები: 1:0 მუნიანი (32), 1:1 ისკო (63)

ბილბაო: უნაი სიმონი, დე
მარკოსი, იური, ინიგო მარტინესი, იერაი ალვარესი, რაულ გარსია, სუსაეტა, ბენატი (მიკელ რიკო 81), დანი გარსია, მუნიაინი (ანდერ კაპა 54), ინიაკი ვილიამსი (სან ხოსე 76)

რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი (ისკო 61), კროოსი, ასენსიო, სებალოსი (კაზემირო 46), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 75)

altგარეთ ბეილი აგვისტოში "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული