"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მესამე შვილის დაბადებას ელოდება და შეიძლება კვირას ლა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ არ ითამაშოს.
თანაც, მან ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" მატჩში მუხლის მცირე ტრავმა მიიღო.
ლუისმა ამ სეზონში პრიმერას 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სუარესი უახლოეს ორ შეხვედრაში ურუგვაის ნაკრებს ვერ დაეხმარება - 12 ოქტომბერს სამხრეთ კორეასთან და 16 ოქტომბერს იაპონიასთან.