AS-ის ცნობით, არაა გამორიცხული, "რეალის" მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი გადააყენონ და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "ალავესთან" მატჩის წინ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლასიკოში დამარცხების შემთხვევაში, მას "იუვენტუსისა" და "ჩელსის" ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე შეცვლის, თუმცა პრიორიტეტული ვარიანტი 41 წლის არგენტინელი სანტიაგო სოლარია, ვინაიდან მისთვის გაცილებით ნაკლები ხელფასის გადახდა მოუწევთ.
ამჟამად სოლარი "ბლანკოსის" სათადარიგო გუნდს, "კასტილიას" უდგას სათავეში. ის 2000-05 წლებში თამაშობდა "რეალში", კლუბის სისტემაში კი 2013 წლიდან მუშაობს.
არი დანიშნონ" style="height: 50px; width: 50px;" />პერესი ლოპეტეგის დაპირდა, რომ უახლოეს ხანში არ მოხსნის