ლა ლიგას მე-9 ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლევანტესთან" დამარცხდა -1:2.
გამარჯვებულთა გუნდში გოლები ხოსე მორალესმა და როხერ მარტიმ (პენალტით) გაიტანეს, ხოლო ბლანკოსიდან მარსელომ.
"რეალმა" ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და 14 ქულით პრიმერაზე მე-5 ადგილზეა.
"რეალმა" ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო, რაც უკანასკნელად 9 წლის წინ მოხდა. უკვე მე-13 წუთზე 0:2-ს აგებდა - ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატზე მე-13 წუთზე 2 გოლი 1990 წელს გაუშვა "ლოგრონესთან".
სანამ მარსელო გოლს გაიტანდა, "სამეფო გუნდს" 464 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.