"რეალი" კატასტროფის წინაშეა - მოხსნიან ლოპეტეგის კლასიკოს წინ, რომელიც იხტიბარს არ იტეხს?

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-9 ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლევანტესთან" დამარცხდა -1:2 და მის წარუმატებელ ასპარეზობას დასასრული არ უჩანს.

აშკარაა, რონალდოს გარეშე ბლანკოსი ვეღარ ვარგობს და ელ კლასიკოს წინ უმძიმეს მდგომარეობაშია.

ახლა უკვე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ გუნდის მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გადაყენებაზე, რომელმაც გაგიკვირდებათ და "ლევანტესთან" ნამტჩევს გუნდის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება...

"საჭიროა გავიგოთ, რას არ ვაკეთებთ სწორად. თამაშის დინამიკის შეცვლა გვმართებს. მომენტები უნდა შევქმნათ და აღარ ვინერვიულოთ. დღეს ბევრ ასპექტში "რეალი" კარგი იყო.

რაც შეეხება გუნდში ჩემს მდგომარეობას, ყველაზე ნაკლებად ამაზე
ვფიქრობ. წინ ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ძალები უნდა აღვიდგინოთ".

"სამეფო გუნდი" 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენს" მასპინძლობს, 28 ოქტომბერს კი პრიმერას მორიგ ტურში "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული