სერხიო რამოსი: დაველოდოთ რამდენიმე საათის გასვლას და რაც მოხდება, მოხდება

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" განადგურების (5:1) შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მისი მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა უპასუხა და თქვა, რომ ლოპეტეგის მომავალი ფეხბურთელების გადასაწყვეტი არ არის, თუმცა შედეგები ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ჩვენ სიკვდილამდე მწვრთნელის გვერდით ვდგავართ, მაგრამ შედეგები განსაზღვრავს, დარჩება თუ არა. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. დაველოდოთ რამდენიმე საათის გასვლას და რაც მოხდება, მოხდება. ამას მოთამაშეები არ ვწყვეტთ" - განაცხადა სერხიო რამოსმა.

"ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ, სავარაუდოდ, ლოპეტეგის დღესვე
დაითხოვენ, მის შემცვლელად კი ანტონიო კონტე განიხილება.

altლოპეტეგი "ბარსელონასთან" განადგურებაზე: ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა

altმესის არყოფნისას სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა [VIDEO]