ლა ლიგა. X ტური: ლოპეტეგი "კლასიკოთი" დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
არ არის მესი, არ არის პრობლემა - ახლანდელ "რეალს" ლუის სუარესიც ეყო, რომელმაც "ელ კლასიკოზე" თავი ჰეთ-თრიკით გამოიჩინა. ამბობენ, რომ ხულიენ ლოპეტეგი ამ ღამეს ვერ გადაიტანდა "რეალის" თავკაცის პოსტზე, დღეს კი მას ანტონიო კონტე შეცვლის...

"რეალი" კრიზისშია, რადგან კლუბმა კრიშტიანო რონალდოს შემცვლელი არ შეიძინა. კარგად გამოჩნდა, რას ნიშნავდა "სამეფო კლუბისთვის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

"კამპ ნოუზე" "რეალი" მარსელოს გოლმა კი გამოაფხიზლა, 1:2-ზე მწვავედ შეუტია კიდეც, მაგრამ სუარესის გოლმა სტუმრები გატეხა. ასე აღმოჩნდა "სამეფო კლუბი" მე-9 ადგილზე. ასეთებს კი ლოპეტეგის კი არა, საქვეყნოდ
აღიარებულ ლეგენდებს არ პატიობენ "რეალში". ლოპეტეგის ბედი გადაწყვეტილად გვეჩვენება.


კლასიკოს ფაქტები
  • ბოლო სამი მატჩი, როცა "რეალმა" კლასიკოზე 5 და მეტი გოლი გაუშვა - 2009 წ. - 2:6, 2010 - 0:5, 2018 - 1:5.
  • თუ ლეო მესის არ ჩავთვლით, ლუის სუარესი "ბარსას" პირველი ფეხბურთელია რომარიოს მერე (1994 წ), ვინც "რეალს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
  • მარსელომ კარიერაში პირველად გაიტანა "რეალის" მაისურით ზედიზედ სამ თამაშში.
  • ფილიპე კოუტინიოს გოლი 30 პასის მერე გავიდა. ეს არის საუკეთესო შედეგი კლასიკოების ისტორიაში, სულ მცირე, 2005/06 წლების სეზონიდან.
  • "რეალმა" "კამპ ნოუზე" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (2 მოგება, 2 ფრე).

ბასკურ "ალავესს" საოცარი სტარტი აქვს - 10 ტურში 20 ქულა და მეორე ადგილი - ამაზე აბელარდოს გუნდის ფანები ვერც კი იოცნებებდნენ. "ალავესს" ერთი გამორჩეული ვარსკვლავიც კი არ ჰყავს, თუმცა ბასკური კლუბი ფონს გუნდურად გადის.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" დორტმუნდის კოლაფსი, როგორც ჩანს, დაივიწყა. "რეალ სოსიედადის" დამარცხების შემდეგ ცხადი გახდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ატლეტიკოს" ჩამოწერა არ შეიძლება. ლა ლიგაში წყალი ამღვრეულია და არ გაგვიკვირდება, თუ თევზს ასეთ წყალში დიეგო სიმეონე დაიჭერს.


ფაქტები
  • კიკე სეტიენმა (ბეტისი) სამწვრთნელო კარიერაში პირველად წააგო "ხეტაფესთან".
  • როდრი ერნანდესმა (ატლეტიკო) 15-ჯერ დაუბრუნა "ატლეტიკოს" ბურთი - ეს ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო შედეგია "ატლეტიკოს" ფეხბურთელისთვის.
  • "ატლეტიკო" ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში პირველ ტაიმებში გოლი არ გაუშვია.
  • პაბლო სარაბიას (სევილია) 12 გოლი აქვს გატანილი ყველა შეჯიბრებაში. ლა ლიგის ფეხბურთელებში მსგავსი შედეგი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.

ლა ლიგა. X ტური
ვალიადოლიდი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 იგლესიასი (20), 1:1 ვერდე (91)

ჟირონა-რ. ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 პორტუ (34-პენ), 2:0 პორტუ (45), 2:1 გალვესი (61)
გაძევება: ლოსანო (88. ჟირონა)

ბილბაო-ვალენსია 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი (70. ვასი), კონდოგბია, პარეხო, კოკლენი - ბატჩუაი (46. გამეირო), როდრიგო

სელტა-ეიბარი 4:0
გოლები: 1:0 ასპასი (5), 2:0 ასპასი (36), 3:0 ბ. მენდესი (56), 4:0 ასპასი (82)

ლევანტე-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 როჯერი (14), 2:0 როჩინა (90)

ატლეტიკო-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 გოდინი (45), 2:0 ფილიპე ლუიში (60)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი (46. ფილიპე ლუიში) - ა. კორეა (82. ლემარი), კოკე, როდრი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ხეტაფე-ბეტისი 2:0
გოლები: 1:0 მოლინა (60), 2:0 ფულკიე (62)

ბარსელონა-რეალი 5:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 ლ. სუარესი (30-პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 ლ. სუარესი (75), 4:1 ლ. სუარესი (83), 5:1 ვიდალი (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (84. ვიდალი) - რაფინია (69. სემედუ), ლ. სუარესი, კოუტინიო (74. დემბელე)
რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, ვარანი (46. ლ. ვასკესი), სერხიო რამოსი, მარსელო (82. მარიანო დიასი) - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (77. ასენსიო), ბენზემა, ისკო

ალავესი-ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 მორენო (10), 1:1 კალერი (51), 2:1 ბასტონი (94)

სევილია-უესკა 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (65), 2:0 სარაბია (78), 2:1 პულიდო (93)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი (24. მერკადო), გომესი - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი, ბანეგა (89. მესა), არანა - სარაბია - ანდრე სილვა (53. პრომესი), ბენ იედერი

ბომბარდირები: 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ანდრე სილვა (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი: ლეგანესი-ატლეტიკო, რეალი-ვალიადოლიდი, ვალენსია-ჟირონა, რაიო ვალეკანო-ბარსელონა
4 ნოემბერი: ეიბარი-ალავესი, ვილიარეალი-ლევანტე, უესკა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-სევილია, ბეტისი-სელტა
5 ნოემბერი: ესპანიოლი-ბილბაო

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული