რა ხდება "რეალში" - კონტეს 22:00 საათზე დანიშნავენ?

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ "რეალის" მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მივყვეთ ქრონოლოგიურად.

რადიო Onda Cero-მ ნამატჩევს იუწყა, რომ ლოპეტეგის გუშინვე გადააყენებდნენ და დღეს 13:00 საათზე მის ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშნავდნენ.

"მარკას" ცნობით, ლოპეტეგი ფეხბურთელებს გამოემშვიდობა, თუმცა ESPN-ს ჟურნალისტი დერმონ კორიგანი ამტკიცებს, რომ ხულენმა დილას გუნდის დახურული ვარჯიში ჩაატარა.

AS-ი ირწმუნება, რომ თბილისის დროით 22:00 საათზე კლუბის დირექტორატის საგანგებო კრება დაიწყება და კონტეს მწვრთნელად დაამტკიცებენ.

Tuttomercatosport-ო ამტკიცებს, რომ კონტე ეგვიპტეში ისვენებდა და ლონდონში "ჩელსისთან" კონტრაქტის გასაწყვეტად გაფრინდა, თუმცა
"არისტოკრატებმა" მას ხელშეკრულება ცალმხრივად გაუწყვიტეს. ეტყობა, რაღაც იურიდიული საკითხები აქვს მოსაგვარებელი. იმ შემთხვევაში თუ ანტონიო ბლანკოსს ჩაიბარებს, "ჩელსისგან" 9-მილიონფუნტიან კომპენსაციას ვეღარ აიღებს. ადრე ისიც დაიწერა, თითქოს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მას კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გაფორმებას სთავაზობს, რაც არ აწყობს.

და კიდევ: სანამ ანტონიო ლონდონშია, მადრიდში მოლაპარაკებას პერესთან მისი ძმა აწარმოებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.

"რეალი" 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-9 ადგილზეა და ეს გუნდი ლა ლიგაზე მე-8 ადგილზე ქვევით უკანასკნელად 17 წლის წინ დაეშვა. ამას გარდა, ბურთების ასეთი უარყოფითი შეფარდება (14-14) ბოლოს 1947 წელს ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული