მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსს" ხმაურიანი გაცვლა შესთავაზა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსს" ხმაურიანი გაცვლა შესთავაზა, - იტყობინება Tuttosport-ი.

გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა, იტალიაში მარცხენა მცველი მარსელო გაუშვას, ხოლო სანაცვლოდ ტურინელთა გუნდის ფეხბურთელის, ალექს სანდროს გადაბირება სურს, რომელიც ანალოგიურ პოზიციაზე თამაშობს.

გარიგებაში ორივე მხარეა დაინტერესებული. მადრიდელებს ასაკოვანი ფეხბურთელის მოშორება სურთ, ხოლო თავად მარსელოს - კრიშტიანო რონალდოსთან თამაში.

"ბიანკონერი" კი, თავის მხრივ, სანდროს დაემშვიდობება, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს.

30 წლის მარსელო "რეალში" 2007 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 462 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 36 გოლი გაიტანა და
86 საგოლე გადაცემა გააკეთა.

27 წლის სანდრო კი "იუვენტუსში" 2015 წლიდან გამოდის. მან 127 შეხვედრაში ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 18 პასი გააკეთა.

altმარსელომ "რეალის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ "იუვენტუსში" სურს გადასვლა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული