ლუის სუარესი ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გასულ თვეში ურუგვაელმა ფეხბურთელმა 4 გოლი და 2 პასი მიითვალა. ის მთავარი შემოქმედი იყო 28 ოქტომბერს გამართულ კლასიკოში, სადაც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 5:1 გაანადგურა, ლუის სუარესმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლეო მესის არყოფნაში გუნდს ულიდერა.

კატალონიური კლუბი 11 ტურის შემდეგ ლა ლიგას 24 ქულით ლიდერობს.

altსუარესი: ნორმალურია, რომ "ბარსელონა" თავდამსხმელს ეძებს - 31 წლის ვარ

altმესის არყოფნისას სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა [VIDEO]