მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს.

2017/2018 წლების სეზონში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი, მესი კი ბომბარდირი გახდა.

მესიმ 34 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან აგრეთვე "ოქროს ბუცი" მოიგო.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მესიმ 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ლიონელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.