ლა ლიგას მე-16 ტურში "ლევანტესთან" მატჩში (5:0) "ბარსელონას" თავდამსხმელებმა ლეო მესიმ და ლუის სუარესმა გამოიჩინეს თავი - პირველმა 3 გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ 1.
მათ ქვეყნის მიმდინარე პირველობაზე ერთად 25 გოლი გაიტანეს (14+11).
ცნობისათვის, "რეალმა" და "ატლეტიკომ" ამ სეზონში პრიმერაზე 24-24 გოლი გაიტანეს.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" მთავარმეგოლეების კარიმ ბენზემასა და ანტუან გრიზმანის ანგარიშზე 6-6 გოლია.