დღეს, "მუნდო დეპორტივომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მცველი ჟერარ პიკე 2020 წელს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს და 2021 წელს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს.
28 დეკემბერს ესპანეთში წმინდა ახალშობილთა დღე ( El Dia de los Santos Inocentes) აღინიშნება, რომელიც ჩვენებური 1 აპრილის ანალოგია.
ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია "საპირველაპრილო ხუმრობა" გახლდათ.
31 წლის პიკემ ამ სეზონში ლა ლიგას 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.