პიკე "ანდორაში" ვილანოვას შვილის მიწვევას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ, რომელმაც საფეხბურთო კლუბი "ანდორა" შეიძინა, გუნდში თავისი ყოფილი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას შვილის, ადრია ვილანოვას მიწვევას გეგმავს.

21 წლის ადრია "ბარსას" აკადემიის აღზრდილია, მის დუბლებში და "ერკულესში" თამაშობდა.

1942 წელს დაარსებული "ანდორა" ესპანეთის მე-5 დივიზიონში გამოდის, მისი საუკეთესო შედეგი კი 1989 წელს სეგუნდა B-ში დაკავებული მეორე ადგილია.

ტიტო ვილანოვა 2014 წლის 25 აპრილს 45 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. ის ბლაუგრანაში 2008-2013 წლებში მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული