"ოქროს ბურთის" მფლობელმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა fichajes ავრცელებს.

"სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ მოდრიჩს ასაკის გამო (33 წელი) უკვე აღარ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

ხორვატის კონტრაქტი "რეალთან" 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში ითამაშა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.