ასეთი რამ ბოლოს 15 წლის წინ მოხდა - "რეალი" სახლში "სოსიედადთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს, ლა ლიგას მე-18 ტურში "რეალი" სახლში "სოსიედადთან" 0:2 დამარცხდა.

"რეალს" ტრავმირებული ბეილი ვერ დაეხმარა, მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ვინისიუსმა პირველად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

ბასკები დებიუტშივე დაწინაურდნენ პენალტით, 61-ე წუთზე ვასკესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მასპინძლებს სან სებასტიანელებმა მეორე გოლი გაუტანეს.

"სოსიედადს" ბოლოს მადრიდში "რეალი 2004 წლის 23 მაისს ჰყავდა დამარცხებული (4:1).

"რეალი" 30 ქულით მე-5 ადგილზეა და 13 იანვარს სევილიაში "ბეტის" შეხვდება.

"რეალმა" მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე
6 მატჩი წააგო - იმდენივე რამდენიც მთელ გასულ სეზონში. ამასთან, მხოლოდ 26 გოლი გაიტანა და ასე ცოტა გოლი მხოლოდ 25 წლის წინ ჰქონდა გატანილი.

გულშემატკივრები აშკარად გულგატეხილნი არიან, სტადიონზე დასწრება თანდათან კლებულობს და ამის გამო "სამეფო კლუბმა" მარტო ამ მატჩში 2 მილიონი ევრო იზარალა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 53 412 მაყურებელი
რეალი - სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ვილიან ხოსე (3, პენ), 0:2 პარდო (83)
გაძევება: ლუკას ვასკესი (61)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ბორდელს კლიენტი მოაკლდება და საერთო კრებაზე მსჯელობენ რა ვქნათ კლიენტები რომ მივიზიდოთო. ერთმა - ახალი რემონტი გავაკეთოთო, მეორემ - ფარდები გამოვცვალოთო, მესამემ - რეკლამა გავაუმჯობესოთო. ბოლოს ადგება ერთი გამოცდილი მუშაკი და იტყვის: ბოზები გამოცვალეთ, ბოზებიო. ასეა "რეალის" საქმეც. რას შველის მწვრთნელების გამოცვლა. ფეხბურთელები გამოცვალეთ, ფეხბურთელები. თქვენი კროოსი, მოდრიჩი, კარვახალი, ბენზემა ცარიელი გვარები და ტიტულებია, მეტია არაფერი.
ნოე 9
13:43 07-01-2019
1
არ ვარ რეალის გულშემატკივარი,მაგრამ ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე გადავაწყდი საოცარ მსაჯობას.ადრე რეალს ჰქაჩავდნენ ხოლმე,ახლა კი ასე აშკარად ებრძვიან.თანაც ახლა ხომ არის ვიდეო გამეორება და ამასაც არ ეპუებიან.
რეალი რეალად,მაგრამ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,დაე დედა ღვთისმშობელმა გვატაროს სიკეთის გზაზე და გვაპოვნინოს გზა,ერთმანეთის გულებისაკენ.
სოსო
11:30 07-01-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული