"სოსიედადის" მეკარე ხერონიმო რული არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ლა ლიგას მე-18 ტურში "რეალთან" მატჩისას თავდამსხმელი ვინისიუსი წააქცია და მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.
მან თავის ტვიტერზე სურათი დადო, რომელზეც ჩანს, რომ ის ჯერ ბურთს შეეხო და შემდეგ მოხდა ვინისიუსთან კონტაქტი.
"რეალმა" ხოსე მუნუერ მონტეროს მიკერძოებულ მსაჯობაში დასდო ბრალი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლა.
ბლანკოსის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ არბიტრმა საკამათო ეპიზოდებისას ვიდეოგამეორება არ გამოიყენა.