ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" წაგებაზე: უნდა ვაღიაროთ, რომ როტაცია აუცილებელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ლევანტესთან" (1:2) ესპანეთის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ახალგაზრდებმა და იმ ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ.

"ავირჩიე შემადგენლობა და მეგონა, რომ სწორედ მათთან ერთად იქნებოდა გამარჯვების უფრო მეტი შანსი. უნდა ვაღიაროთ, რომ როტაცია აუცილებელია. ამასთან ერთად, ეს რისკია.

ძალიან კმაყოფილი ვარ მურილიოს დებიუტით. მისი გამოცდილება ასეთ მატჩებში ძალიან სასარგებლოა და მას შეუძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი იყოს", - თქვა ვალვერდემ.

altვალვერდემ ლევანტესთან ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და ბარსელონა დამარცხდა [VIDEO]

მომზადებულია football-espana.net-ის მიხედვით